დიმიტრი თუმანიშვილის ლექცია „გიორგი ჩუბინაშვილი ˗˗ სამუზეუმო მოღვაწე“

09 ოქტომბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აგრძელებს ლექციათა ციკლს „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები".

2017 წლის 12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება დიმიტრი თუმანიშვილის ლექცია „გიორგი ჩუბინაშვილი ˗˗ სამუზეუმო მოღვაწე".

ლექციაზე განხილული იქნება გიორგი ჩუბინაშვილის მოღვაწეობა სხვადასხვა სამუზეუმო დაწესებულებაში და მისი მოსაზრებანი საქართველოში სამუზეუმო საქმის მოწყობის თაობაზე.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის . 1