საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის შესახებ

24 ივლისი 2017
Share

ა.წ. 24 ივლისს, დაახლოებით 00:20 საათზე, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ფესტივალ „არტ-გენის" მიმდინარეობისას, იმერეთის კარ-მიდამოში, დაუდგენელი მიზეზის გამო, მოხდა ადგილზე არსებული საწნახელის ძირის გაღვივება-აალება, რომელიც დაუყოვნებლივ იქნა ლიკვიდირებული ღონისძიებაზე მორიგე შსს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფის მიერ.

ინციდენტის შედეგად  უმნიშვნელოდ დაზიანებულია საწნახელის შიგთავსის  (შეკეთებული-გამაგრებული) მხოლოდ მცირე ნაწილი. მუზეუმის რესტავრატორების ჯგუფი უახლოეს დღეებში აღადგენს დაზიანებულ უბანს.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის
საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახური