რუსიკო ქოჩქიანის სახელობის საგამოფენო დარბაზი

14 ივლისი 2017
Share

2017 წლის 10 ივნისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექციის გადაწყვეტილებით, სვანეთის მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზს, რუსუდან ქოჩქიანის ხსოვნის პატივსაცემად, მისივე სახელი დაერქვა.  

,,ეს ერთი შეხედვით სუსტი, სათნო ქალბატონი სინამდვილეში ძლიერი პიროვნება  გახლდათ, მტკიცე პროფესიული და ადამიანური პრინციპებით.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე რუსიკო ქოჩქიანთან მჭიდრო პროფესიული საქმიანობა მაკავშირებდაის იყო მაღალი კულტურის ერთგული თანამებრძოლი და პროფესიონალი ლიდერი, რომელიც სწრაფად ისრუტავდა ახალ ცოდნას და მუდმივად იზრდებოდა. ამის ნათელი მაგალითია ის, თუ როგორ უმკლავდებოდა რუსიკო სვანეთის ახალი მუზეუმის შექმნის პროცესში წარმოქმნილ ურთულეს პრობლემებს, მაშინ, როდესაც საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი განსჯის საგანი ხდებოდა.

სვანეთის ახალი მუზეუმის შექმნის ისტორია, რომელიც დღეს უკვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მოდელია, თანამედროვე საქართველოს  ისტორიის ნაწილია. ისრომ სვანეთის მუზეუმით დღეს ყველა ვამაყობთ, რუსიკოს და მისი გუნდის უდიდესი დამსახურებაა.

რუსიკო ყოველთვის საიმედო საყრდენი გახლდათ. ის ისეთივე საიმედო იყო ჩვენთვისმუზეუმის თანამშრომლებისთვის, როგორიც სვანეთია დანარჩენი საქართველოსთვის.

რუსიკოს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საკმაოდ რთული ცხოვრება ხვდა წილად და ბევრი პრობლემისა და პირადი ტრაგედიის გადატანა მოუხდა, არც ბოღმა დაგროვებია და ვერც მის წუწუნს გაიხსენებს ვინმე

ჩემს ცხოვრებაში  სვანეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ალბათ, ვერასოდეს გადავიხდი, იმას რაც სვანეთმა და სვანებმა მომცეს. რუსიკო ქოჩქიანის მსგავსი ადამიანები, კი მაგალითები არიან იმ მოქალაქეებისა, რომელთა მხრებზეც დგას საზოგადოება. დარწმუნებული ვარ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა და ის ცოდნა, რომელიც თავის კოლეგებს გადასცა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ახალი თაობების აღზრდაში, რაც სვანეთის მუზეუმის მთავარი პრიორიტეტია.

რუსიკო ქოჩქიანს განსაკუთრებით უყვარდა მუზეუმის ის დარბაზი, სადაც საკრალური სივრცის აღდგენა ვცადეთ და სვანეთის ეკლესიებისთვის საუკუნეების მანძილზე შეწირული ნივთები წარმოვადგინეთელეგანტურიღრმა შინაარსით დატვირთული დარბაზი რუსიკოს ხასიათს ეხმიანება, ამიტომ გადავწყვიტეთ  მიმდინარე წლის 10 ივლისს რუსუდან ქოჩქიანის ხსოვნის პატივსაცემად, აღნიშნულ დარბაზს მისი სახელი ვუწოდოთ".


დავით ლორთქიფანიძე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი