მუზეუმის კვირეული: კლასიკური მუსიკის საღამო მუზეუმის ეზოში

11 მაისი 2017
Share

ბახის, მოცარტის, ბრიტენის, პიაცოლას, პაგანინის, პროკოფიევის, მილერის, ჩაპლინისა და ყანჩელის ნაწარმოებები მუზეუმის ეზოში აჟღერდება. 

მუზეუმის საერთაშორისო დღეს, 18 მაისს, 19:30 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლანიჭიერთა ათწლედიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ კლასიკური მუსიკის საღამოზე.

18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა! 1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება - ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ დღესასწაულს და უკვე მე-10 წელია, მუზეუმის საერთაშორისო
 დღეს ტრადიციულად აღნიშნავს ,,მუზეუმის კვირეულით". 

მუსიკალური საღამო გაიმართება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზოში (შოთა რუსთაველის გამზ.3).

კონცერტის დასრულების შემდეგ, 21:00 საათიდან 00:00 საათამდე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება ყველა საგამოფენო სივრცე.

18
მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია.