თეკლა მელაძის ნამუშევრების გამოფენა

18 აპრილი 2017
Share

2017 წლის 21 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ თეკლა მელაძის ნამუშევრების გამოფენაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები, რომელთა უშუალო და ბუნებრივი ხიბლი გულგრილს არ ტოვებს დამთვალიერებელს. ყოველივე ეს მხატვრის განწყობაა, რომელიც ნამუშევრებში აისახება. თეკლა მელაძის პოზიტიური, სიყვარულით სავსე სამყარო თავისებური შინაგანი დამოკიდებულების მაჩვენებელია.

თეკლა მელაძე მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. 2014 წლიდან დღემდე ჰქონდა პერსონალური გამოფენები ნიუ-იორკსა და საქართველოში. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილა ისეთ სივრცეეში როგორიცაა: გალერეა ,,უნივერსი" (საქართველო), საქართველოს გენერალური საკონსულო (ნიუ იორკი), არტ ექსპო ნიუ-იორკში, საერთაშორისო ექსპო ,,ny now'' ჯავის ცენტრი (ნიუ იორკი), თბილისის საკრებულო, ქართული კულტურის ცენტრი (ნიუ იორკი), ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2014 წელს საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედებითმა კავშირმა თეკლა მელაძეს მიანიჭა პირველი ადგილი საუკეთესო ნამუშევრისთვის. ასევე, ის გახდა არტ ექსპო ნიუ იორკის ყველაზე პატარა მონაწილე 37 წლიანი ისტორიის  მანძილზე. მისი ნამუშევრები შესულია არტ ექსპო ნიუ იორკის 2014 და 2015 წლის კატალოგებში. დღეს მხატვრის ფერწერული ტილოები ინახება კერძო კოლექციებში (საქართველო, აშშ).

გამოფენა 2017 წლის 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 

მისამართიიოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.