ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია: ”სტალინის კულტი - საქართველო - მუზეუმი. რამდენიმე შენიშვნა საბჭოთა წარსულის გააზრებისთვის”:

30 ნოემბერი 2016
Share

2016 წლის 2 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია "სტალინის კულტი - საქართველო - მუზეუმი. რამდენიმე შენიშვნა საბჭოთა წარსულის გააზრებისთვის".

პოსტ-საბჭოთა სივრცეში კვლავ აქტუალურია აზრთა სხვადასხვაობა სტალინის მემკვიდრეობის გააზრებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მიმდინარე დისკუსიები ხშირად იწვევს პოლიტიკური და იდენტურობასთან დაკავშირებული საკითხების წამოწევას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნაკლებად არის დამკვიდრებული ამ საკითხთან დაკავშირებული საერთაშორისო კვლევების მიდგომები. საჯარო ლექციების საშუალებით ბატონი ოლივერ რაისნერი გამოავლენს მნიშვნელოვან მიდგომებს, რათა მოხდეს კვლევასთან დაკავშირებული ხარვეზების იდენტიფიცირება. ის ასევე წარმოადგენს საკუთარ ხედვას, თუ რა როლი შეიძლება იტვირთონ მუზეუმებმა საკითხის საზოგადოებრივი გააზრების ხელშესაწყობად.

ოლივერ რაისნერი ჟან მონეს სახელობის ევროპისა და კავკასიის კვლევების ასოცირებულ პროფესორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ევროპის კვლევების და კავკასიის კვლევების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ასწავლის. ასევე მუშაობს საქართველოს მუზეუმის მთავარ კურატორად გერმანიის მემკვიდრეობასა და საბჭოთა წარსულის საკითხებზე. იგი მუშაობდა პროექტის მენეჯერად ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოში.

რაისნერის კვლევითი ინტერესებია: კავკასიის კვლევების ისტორია მე-18 საუკუნიდან დღემდე, საბჭოთა წარსულის მეხსიერება საქართველოსა და კავკასიაში, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები კავკასიაში, და კონფლიქტების მოგვარება და ევროპიზაცია კავკასიაში. ოლივერ რაისნერი 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორია.

ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.

 

 დასწრება თავისუფალია!

 მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1