გამოფენა „სხვა ირანი“

19 სექტემბერი 2016
Share

2016 წლის 23 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ირანის კულტურის დღეების ფარგლებში, გიწვევთ ქართველი ფოტოხელოვანის ნათელა გრიგალაშვილის ფოტონამუშევრების გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით „სხვა ირანი".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტონამუშევრები აღწერს ფოტოგრაფის შთაბეჭდილებებს ირან-ერაყის საზღვრიდან - იმ ადგილიდან, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე რამდენიმეწლიანი ომის ერთ-ერთი ბრძოლის ველია.

ფოტოგამოფენა ,,სხვა ირანი" 2016 წლის 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ღონისძიება გაიმართება ირანის კულტურის დღეების ფარგლებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით.

მისამართი: . ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის . 1.