გამოფენა „დღის ერთი მეოთხედი“

01 ივლისი 2016
Share

2016 წლის 6 ივლისს 18:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ თამარ მელიქიშვილის გამოფენის გახსნაზე - „დღის ერთი მეოთხედი".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ შესრულებული 70-მდე მცირე და დიდი ზომის ფერწერული ნამუშევარი.   

თამარ მელიქიშვილმა პროექტი დროს დაუკავშირა - მომენტს, როდესაც ის შორდება სინამდვილეს და ტილოზე სხვა, ახალი რეალობის შექმნას იწყებს. ავტორი ამ პროექტში აღიარებს სპონტანურობას და ამით ამარცხებს კონცეპტუალურ იდეას. მან თავი სრულად გაითავისუფლა „სერიულობისაგან" და იმუშავა თემებზე, რომლებიც, მისივე განმარტებით,  თანამედროვეობასაც ეხმიანება და, ამასთანავე, არქაულია. ექპოზიციაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში დამთვალიერებელი იხილავს ადამიანთა სახეებს, რომელთაც აერთიანებთ ემოციები: ვნება, სევდა, გაუცხოება, იდუმალება და სხვა.

თამარ მელიქიშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მუშაობდა ფილმების მხატვრად, იყო კინოჟურნალ „სარკმელის" დიზაინერი. გამართული აქვს რამდენიმე პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში.

 გამოფენა „დღის ერთი მეოთხედი"  2016 წლის  30 აგვისტომდე გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა). სიონის ქ. 8.