პერფორმანსი ,,მეგობART"

14 მარტი 2016
Share

2016 წლის 19 მარტს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პერფორმანსზე „მეგობART".

არტისტები ეროვნულ გალერეაში გამართავენ დიალოგს სხეულის ენისა და ხატვის მეშვეობით. პერფორმანსი მიმართულია კომუნიკაციის დამყარების ისეთ საშუალებებზე, რომლებიც არ საჭიროებენ ერთ ენაზე მეტყველებას. მნიშვნელობა არ აქვს გენდერს, ასაკს, ეროვნებას, რასას და რაც მთავარია, ქრომოსომების რაოდენობას. პროექტის ავტორია „თანამედროვე ხელოვნების ცენტრის"(CCA-Tbilisi) სტუდენტი ნუცა იაშვილი.

პერფორმანსში მონაწილეობს ექვსი არტისტი: გიგო შიუკაშვილი, ხატია ვაშაყმაძე, ანა ხაჩიძე, ნუცა იაშვილი, ლექსო ფოდიაშვილი, ქეთი გოგოლაძე და დამსწრე აუდიტორია

სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მაყურებელს შეუძლია შეუერთდეს პერფორმანსს და არტისტებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა.

პროექტის მხარდამჭერები არიან თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი (CCA-Tbilisi), კავშირი „ჩვენი ბავშვები" და სოციალური საწარმო „ბაბალე".

კოსტიუმების დიზაინერი და მუსიკის ავტორი: მაქსიმე მაჩაიძე.

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის 11.