საჯარო ლექცია ,,შალვა ქიქოძის შემოქმედებითი გზა"

05 თებერვალი 2016
Share

2016 წლის 9 თებერვალს 16:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, შალვა ქიქოძის საიუბილეო გამოფენის ფარგლებში გაიმართება ხელოვნებათმცოდნე ირინე აბესაძის საჯარო ლექცია ,,შალვა ქიქოძის შემოქმედებითი გზა".

ირინე აბესაძე არის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ის შალვა ქიქოძის შესახებ გამოცემული პირველი მონოგრაფიის ავტორია. ამასთანავე, შეკრებილი და გამოცემული აქვს მხატვრის ეპისტოლარული მასალა წიგნში ,,კულტურული მემკვიდრეობა". არის 2015 წელს გამოცემული შალვა ქიქოძის ალბომის ტექსტის თანაავტორი. აქვს კვლევები ქართული და უცხოური თანამედროვე სახვითი ხელოვნების შესახებ.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.