თანამედროვე იაპონელი ხელოვანის შუ კუბოს პერსონალური გამოფენა

31 ოქტომბერი 2015
Share

2015 წლის 4 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ თანამედროვე იაპონელი ხელოვანის შუ კუბოს პერსონალურ გამოფენის გახსნაზე.

ხელოვანის მუშაობის სპეციფიკას  იაპონური ქაღალდი ,,ვაში" წარმოადგენს. მხატვარი თითო ფურცელზე საჭრისის გამოყენებით ქმნის ნახატს. მან შეიმუშავა შერეული ტექნიკა - იყენებს პასტელისა და აკრილის საღებავს, ქსოვილს, ქვიშას. ხშირად ,,ვაშის" არაერთი ფენის საშუალებით ქმნის სამგანზომილებიან გამოსახულებას.

1977 წელს ოსაკას გალერეაში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, რის შემდეგაც მან ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მხატვრის შემოქმედების ძირითადი თემაა  ,,იაპონიზმი ქაღალდზე". მან მოიარა იაპონია და თავის ნამუშევრებში თითოეული სეზონის დამახასიათებელი მოვლენებისა თუ საგნების ასახვა დაიწყო.

დღეს, შუ კუბო იაპონიის კულტურის დესპანია. მხატვარი იაპონიასა და საზღვარგარეთის ქვეყნებს (ესპანეთი, პორტუგალია, ფილიპინები, მალაიზია, უკრაინა, რუსეთი, ირანი, კუბა) შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად  გამოფენებსა და ვორკშოფებს  მართავს.

გამოფენა 2015 წლის 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართიშალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიგუდიაშვილის ქუჩა 1.