საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს კონკურსს

20 ოქტომბერი 2015
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს კონკურსს ინგლისურენოვანი გიდის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევისათვის. 

თანამდებობრივი სარგო: 450 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობა:
საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუდმივ და დროებით ექსპოზიციებზე ექსკურსიების გაძღოლა.

 მოთხოვნები:

  • ინგლისური და ქართული ენების კარგი ცოდნა (სავალდებულოა); 
  • უმაღლესი განათლება ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის ან სხვა ჰუმანიტარული დისციპლინის განხრით  (სასურველია); 
  • კომპიუტერული პროგრამების და ინტერნეტის ცოდნა. 

უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

  • გამართული მეტყველება და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დისციპლინისა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარ;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარ;
  • პუნქტუალურობა. 

დამატებითი მოთხოვნები:

  • გიდის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კანდიდატებს ჩაუტარდებათ  ზეპირი და წერილობითი  ტესტი ინგლისურ ენაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს თხოვთ გამოგზავნოთ სამოტივაციო წერილი და ავტობიოგრაფია (CV) ქართულსა და ინგლისურ ენებზე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@museum.ge.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 30 ოქტომბერი, 17:00 საათი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება: ,,ინგლისურენოვანი გიდი", ხოლო  თანდართული CV გამოგზავნოთ გვარისა და სახელის მითითებით.

შერჩევა ადმინისტრაციის დისკრეციული უფლებაა, დავუკავშირდებით მხოლოდ სავარაუდო კანდიდატებს.