არა გულერის ფოტოგამოფენა ეროვნულ გალერეაში

16 ოქტომბერი 2015
Share

2015 წლის 16 ოქტომბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გიწვევთ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში თურქი ფოტოგრაფის, არა გულერის პერსონალური გამოფენის გახსნაზე.    

არა გულერი, რომელსაც „სტამბოლის თვალი" შეარქვეს, არის სტამბოლელი, სომხური წარმოშობის თურქი ფოტოჟურნალისტი. ის გაიზარდა ხელოვანი მეგობრების წრეში, რის გამოც ბევრი თეატრალური და დრამატული ნამუშევარი შექმნა, მოგვიანებით კი ჟურნალისტობის წყურვილმა აიძულა მთლიანად მიეტოვებინა კინოხელოვნება.  ფოტოგრაფის რანგში კარიერა დაიწყო იმ დროისათვის მსოფლიოში წამყვან ჟურნალებთან თანამშრმლობით. სწორედ მაშინ გაიცნო უდიდესი ხელოვანი ანრი კარტიე-ბრესონი, რომელმაც  „მაგნუმ ფოტოში" სამუშაოდ მიიწვია. დღეს არა გულერი არა მარტო მაგნუმის, არამედ  ამერიკის ჟურნალების  ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრია.

არა გულერს სხავადასხვა წლებში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული კულტურაში შეტანილი წვლილისთვის.

გამოფენა 2015 წლის 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: . შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.