ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს შორის

06 სექტემბერი 2015
Share

2015 წლის 6 სექტემბერს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დირექტორმა ოთარ გოგოლიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში სსიპ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში მოეწყობა საექსპოზიციო სივრცე და მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაცვა-შენარჩუნების მიზნით კომპლექსური ხასიათის ღონისძიებები განხორციელდება.
მემორანდუმის მიზნების განხორციელებისათვის მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში: სამუზეუმო ფონდების მოწესრიგება, ახალი მუდმივი ექსპოზიციის მოსაწყობად მასალის მომზადება, მუზეუმის მასალების ალბომის მომზადება გამოსაცემად. ასევე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისათვის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა, აჭარის რეგიონის სკოლებში საინფორმაციო წერილების დაგზავნა ადგილობრივი მასწავლებლების პროცესში ჩართვის მიზნით, მცირე ბიბლიოთეკის მოწყობა და თვალსაჩინოებისათვის საჭირო მასალის (ლიტერატურა, ფილმები) შეგროვება, სალექციო დარბაზის მოწყობა, სალექციო თემების შერჩევა და პროგრამის შედგენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ხარიტონ ახვლედიანისსახელობის მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად);
მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი ესწრებოდა.