თანამედროვე მხატვართა გამოფენა

10 ივნისი 2015
Share

2015 წლის 10 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ თანამედროვე ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენის გახსნაზე.

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 50 სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრის ბოლო პერიოდში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

პროექტის მიზანია ახალი სახელებისა და თაობათა შორის კავშირების წარმოჩენა, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნება და რა გავლენას ახდენს ზოგად ევროპულ არტ-სივრცეში განვითარებული მხატვრული პროცესები და გაბატონებული ტენდენციები ქართველ მხატვართა შემოქმედებაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რადიშ თორდიას, რუსუდან ფეტვიაშვილის, შალვა მატუაშვილის, ლორეტა აბაშიძე-შენგელიას, ილო პატაშურის, გოგი წერეთელის და სხვა მრავალი გამოჩენილი მხატვრის ნამუშევარი. 

გამოფენა მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების ოგანიზებით. გამოფენის მხარდამჭერები არიან თბილისის საკრებულო და თბილისის კულტურილი ღონისძიებების ცენტრი.

გამოფენა 2015 წლის 28 ივნისამდე გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა #1. თბილისი.