ხალხური რეწვის გამოფენა - სიღნაღის მუზეუმში

01 მაისი 2015
Share

2015 წლის 1 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში გიწვევთ ხალხური რეწვის გამოფენაზე.

გამოფენა ასახავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სახალხო ოსტატთა მრავალმხრივ შემოქმედებით პოტენციალს და საინტერესო იქნება, როგორც  ქართველი ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. გამოფენის ავტორები დღემდე მუშაობენ რათა ასახონ მათ გვარში არსებული ტრადიციული ხელობის სხვადასხვა დარგები. წარმოდგენილი იქნება: შალის, აბრეშუმის, ჩალის, კერამიკის თუ ხისგან დამზადებული ნაკეთობები.

გამოფენა გაგრძელდება 2015 წლის 15 მაისამდე.

მისამართი : სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8.