გამოფენა ,,ორი უცნაურას ნაფიქრალი"

16 აპრილი 2015
Share

2015 წლის 17 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ მაკა ჟდანოვასა და ელენე რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით ,,ორი უცნაურას ნაფიქრალი".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ტილოები და ქანდაკება.

მხატვრების ნამუშევრებში ასახულია თანამედროვეობაში არსებული პრობლემები, რომელებსაც დამთვალიერებელი სხვადასხვა კუთხით აღიქვამს. ნამუშევართა ორიგინალურობა ვლინდება, როგორც თემატიკაში, ასევე შესრულების ტექნიკასა და მანერაში.

მაკა ჟდანოვას შემოქმედებას დამთვალიერებელი პირველად გაეცნობა, ხოლო ელენე რამიშვილის ნამუშევრები ხშირად იფინებოდა საქართველოში.

გამოფენის საშუალებით საზოგადოება გაიცნობს იმ ავტორთა შემოქმედებას, რომლებიც სიახლის ძიებაში თემასთან ერთად ახალ ფორმასაც განავითარებენ.

გამოფენა 2015 წლის 28 აპრილამდე გაგრძელდება.

მისამართი: . გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის . 8.