მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის პრეზენტაცია

20 თებერვალი 2015
Share

2015 წლის 20 თებერვალს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოკუპაციის მუზეუმში გიწვევთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით შექმნილ მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის პრეზენტაციაზე.

მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის მიზანია, ჩაატაროს აქციები ქართველი მეომრების, საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეების, გარკვეული საჭიროების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად. ამით კლუბის წევრები უღრმეს პატივისცემას გამოხატავენ საქართველოსათვის დამაშვრალი ადამიანების მიმართ. მათთვის, როგორც მომავალი ექთნებისთვის უმნიშვნელოვანესია მარო მაყაშვილის ცხოვრებისეული მრწამსის არდავიწყება.  კლუბი თავისი საქმიანობის ფარგლებში გეგმავს  თანამშრომლობას სხვადასხვა დაწესებულებებთან, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოსთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის, საქართველოს სამხედრო სამსახურში მყოფი გამორჩეული პირების და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ღვაწლის მქონე ადამიანებისადმი ყურადღებისა და პატივისცემის გამოსახატავად.

მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის  გამზირი 3.