„მოგზაურობა და მეხსიერება"

09 თებერვალი 2015
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, National Geographic საქართველო და კომპანია „სილქნეტი" წარმოგიდგენთ საზოგადოებNational Geographic-ის  წევრისა და მწერლის პოლ სალოპეკის ლექციას „მოგზაურობა და მეხსიერება".

2013 წელს მწერალმა პოლ სალოპეკმა გადაწყვიტა ემოგზაურა ქვის ხანის პერიოდის მარშრუტით, რომელიც თავის დროზე ქვის ხანის ადამიანებმა გაიარეს. მარშრუტი ეთიოპიაში, დიდი რიფების ხეობიდან დაიწყო.

თავისი შვიდწლიანი  პროექტის ,,გამოსვლა ედემიდან" ფარგლებში, სალოპეკი მკითხველს სხვადასხვა საინტერესო ისტორიებს მოუთხრობს. ვინაიდან იგი მოგზაურობს სამ კონტინენტზე, ხუთი კილომეტრ საათის სიჩქარით, იგი პირადად ხვდება და ისმენს ადგილობრივ ხალხთა ისტორიებს.

ორი წლისა და 9 მილიონი ნაბიჯის შემდეგ, უძველესი ადამიანების მიგრაციის კვალდაკვალ, პოლ სალოპეკ საქართველოში შემოვიდა.

პოლ სალოპეკი წარმოშობით კალიფორნიიდან არის. როგორც უცხოელი კორესპონდენტი, ის მუშაობდა აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და ლათინურ ამერიკაში. ავტორის სტატიები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კულტურათა სიცოცხლისუნარიანობა, ტექნოლოგიების გავლენა, მასობრივი მიგრაციები, საზოგადოებათა კონფლიქტი, კლიმატის ცვლილება და ა.შ.  მისი ნაშრომები იბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა National Geographic Magazine, The New York Times, Chicago Tribune, The Best American Travel Writing და სხვა. სალოპეკი ორჯერ იქნა დაჯილდოებული პულიცერის პრემიით.

პროექტის მხარდამჭერია საზოგადოება National Geographic, ასევე ფონდები the Knight Foundation და the Abundance Foundation.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: http://outofedenwalk.nationalgeographic.com; http://www.outofedenwalk.com;

პრესკონფერენცია დაიწყება 9 თებერვალს 16:00 საათზე.
ლექცია გაიმართება 9 თებერვალს 17:00 საათზე.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1