სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“

26 იანვარი 2015
Share

2015 წლის 26 იანვარს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმისიმონ ჯანაშის სახელობისაქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სინთეზური  ხელოვნება - მხატვრის წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი".

მხატვრის წიგნი სინთეზური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟანრია. პროექტი მომავალში ითვალისწინებს მხატვრის წიგნების სერიულ გამოშვებას. ამ სერიის პირველ წიგნად შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" შეირჩა.

,,ვეფხისტყაოსნის" მხატვრის წიგნად გარდაქმნაში მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ქართველმა ხელოვანებმა: გოგი ალექსი - მესხიშვილმა,  მიშა გოგრიჭიანმა,  თამაზ ვარვარიძემ, თამარ კვესიტაძემ, თამუნა მელიქიშვილმა, ოთარ მურაჩაშვილმა, ია მჭედლიშვილმა, კოტე სულაბერიძემ, მაია სუმბაძემ, ოლეგ ტიმჩენკომ, მამუკა ცეცხლაძემ,  რუსუდან ხიზანიშვილმა, უშანგი ხუმარაშვილმა, მამუკა ჯაფარიძემ და თემურ ჯავახიშვილმა.  

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თხუთმეტი მხატვრის ორასზე მეტი ნამუშევარი და მხატვრულად გაფორმებული ტექსტი. ავტორთა ინიციატივით ნამუშევრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმის კოლექციებში დაიდებს ბინას.

სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი" „ტაია ფილმს"-ის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. სამომავლოდ დაგეგმილია ვეფხისტყაოსნის მხატვრის წიგნის ფორმატში გავრცელება და მხატვრების ნამუშევრების პრეზენტაცია-გამოფენების მოწყობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

გამოფენა 2015 წლის 28 აპრილამდე გაგრძელდება. 

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.