გამოფენა ,,არნო ფიშერის ფოტოგრაფია"

31 მაისი 2014
Share

2014 წლის 31 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, უცხოეთთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (ifa) და გოეთეს ინსტიტუტი საქართველო გიწვევთ ფოტოგამოფენაზე - „არნო ფიშერის ფოტოგრაფია".

გამოფენა წარმოადგენს 1927 წელს ბერლინში დაბადებული გერმანელი ხელოვანისა და ფოტოგრაფიის მასწავლებლის, არნო ფიშერის 140 ნამუშევარს. ხელოვანის შავ-თეთრი ფოტოები ფოტოგრაფების მთელ რიგ თაობებზე დღემდე ახდენს გავლენას, როგორც აღმოსავლეთ, ისე - დასავლეთ გერმანიაში.

გამოფენა არნო ფიშერის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდს წარმოგვიდგენს, რომელიც იწყება ადრეული ფოტოგრაფიული ესსეთი "Situation Berlin". ამ ნამუშევარში ხელოვანმა "ოთხ სექტორად დაყოფილი" ქალაქი ასახა. თუმცა, მისი გამოცემა 1961 წელს ბერლინის კედლის აშენების შედეგად აიკრძალა.

გამოფენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ფოტოები, გადაღებული აღმოსავლეთ გერმანიის კულტურისა და მოდის ჟურნალისათვის "Sibylle"; ცნობილი ადამიანების პორტრეტები (როგორიცაა მარლენ დიტრიხი); აღმოსავლეთ გერმანიაში, ინდოეთში, აფრიკასა და ნიუ-იორკში მოგზაურობის ამსახველი მრავალრიცხოვანი ტურისტული ფოტოები; ა. ფოშერის მიერ საკუთარ ბარში სპონტანურად გადაღებული პოლაროიდები: ნატურმორტები და ცალკეული დეტალები (მაგ.: ქვები, ფესვები, მცენარეების დეტალები და ა.შ.), რომლებიც ხელოვანმა მოგვიანებით ჯგუფებად (ტრიპტიხები) დაალაგა და ისე გამოფინა.

გამოფენა ტარდება 2014 წლის თბილისის  ფოტოფესტივალის ფარგლებში და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით.

მისამართი: ი.გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.