მუზეუმების კვირეული - საგანმანათლებლო პროგრამა ,,ვაშენებთ სახლს“

15 მაისი 2014
Share

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმი 2014 წლის 15 მაისიდან ყოველდღე, 15:00 საათზე (ორშაბათის გარდა) წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას ,,ვაშენებთ სახლს". პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მშენებლობის საფუძვლებს, მარტივი ნაგებობების ტიპებს, იმას თუ რა პროცესებისაგან შედგება მშენებლობა, დაპროექტების ეტაპიდან-დასრულებამდე.

პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტიპის მაკეტები, პროექტები, ესკიზები, ჩატარდება მასტერ-კლასები. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დახატონ საცხოვრებელი შენობების მარტივი ვარიანტები, წინასწარ არჩეული, სპეციალურად დამზადებული მუყაოს ნიმუშებით. შემდეგ კი ამგვარი მარტივი პროექტების მიხედვით, შექმნიან მაკეტებს. მონაწილეებს ჩაუტარდებათ გაკვეთილი, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიო არქიტექტურის შედევრების და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების გაცნობას.

პირველ გაკვეთილს წარუძღვება, სპეციალურად პროექტისათვის მოწვეული, მხატვარ-არქიტექტორი კოტე ჯინჭარაძე, ხოლო შემდეგ გაკვეთილებს ჩვენი მუზეუმის გიდ-პედაგოგები და ასისტენტები გამართავენ.

პროგრამა განკუთვნილია: IV-XII კლასის მოსწავლეთათვის.

ხანგრძლივობაა ერთი საათი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე 292 32 27

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.