გამოფენა „ზეობა”

14 აპრილი 2014
Share

14 აპრილს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ ილო პატაშურის პერსონალური გამოფენის გახსნაზე.

ილო პატაშური დაიბადა 1939 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ხევში. მისი წინაპრები არაგვის ხეობის ხევისთავები და ბაგრატიონთა ტახტის მცველ-მსახურნი იყვნენ XVII-XVIII საუკუნეებში. 16 წლის ასაკში ილო პატაშურმა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც დღემდე მოღვაწეობს პროფესორად და პეიზაჟის სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1982 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.

ავტორს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენაში მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის,ინგლისის, აშშ-ს, იაპონიისა და სხვა ქვეყნების მუზეუმებსა და გალერეებში.

გამოფენა „ზეობა" ილო პატაშურის 75-ე იუბილესადმია მიძღვნილი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის 90-მდე ნამუშევარი.

გამოფენა გასტანს 30 აპრილამდე.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქუჩა 1.