მუზეუმის კვირეული - პორტრეტის მრავალფეროვნება

18 მაისი 2013
Share

2013 წლის 18 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს ,,პორტრეტის მრავალფეროვნება".

 პროექტის მონაწილეებს ვთავაზობთ  საინტერესო საუბრებს პორტრეტის, როგორც ფერწერის ერთ-ერთი  ჟანრის განვითარების ისტორიაზე და საინტერესო დისკუსისებს ექსპოზიციაზე წარმოდგენილ მხატვრებზე და მათ შემოქმედებაზე.

 პროექტის მონაწილეებს ელით სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები, სასიამოვნო და სახალისო  სიურპრიზები.

 პროექტში  მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა ასაკობრივმა ჯგუფებმა. ასევე გათვლილია  დამოუკიდებელი დამთვალიერებლებისათვის  და საოჯახო ვიზიტისათვის

 პროექტი გაგრძელდება პირველ  ივნისამდე

18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. 

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის 1.