მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილე

17 აპრილი 2013
Share

2013 წლის 17 აპრილს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი და საქართველოს მხატვართა კავშირი წარმოგიდგენთ საქართველოს მხატვართა კავშირის 80 წლის საიუბილეო გამოფენას.

საქართველოს მხატვართა კავშირი 1933 წელს ცნობილი მხატვრის, დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით დაფუძნდა. მას შემდეგ შეიქმნა კავშირები საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის აფხაზეთსა და აჭარაში. საზოგადოებას, სხვადასხვა პერიოდში, ქართული მხატვრობის არაერთი ცნობილი წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ. დღეს ის 1700-ზე მეტ მხატვარს და ხელოვნებათმცოდნეს აერთიანებს.

თბილისის ისტორიის მუზეუმი საიუბილეო თარიღს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ექსპოზიციას უძღვნის.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სტილის სხვადასხვაობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ნათლად ასახავს ქართულ მხატვრობაში არსებულ შემოქმედებით პროცესებს.

ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა სამინისტრო და თბილისის მერია.

გამოფენა გრძელდება 2013 წლის 28 აპრილამდე.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი. სიონის ქ. 8.