გამოფენა „ნაპოლეონი და მისი ეპოქა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში”

06 მარტი 2013
Share

2013 წლის 6 მარტს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას "ნაპოლეონი და მისი ეპოქა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში".

ფრანგ იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის (1769-1821) პიროვნება საუკუნეების შემდეგაც არ კარგავს მნიშვნელობასა და აქტუალობას. ის არა მხოლოდ თავისი დროის უდიდეს მხედართმთავრად, არამედ თანამედროვე სამყაროში არსებული სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ინსტიტუტებისა და ფასეულებების ფუძემდებლადაც მიიჩნევა. ნაპოლეონი ზრუნავდა კულტურის განვითარებაზე და თავადაც იქცა უამრავი ხელოვანის შთაგონების წყაროდ.

გამოფენის მიზანია ნაპოლეონის - მსოფლიო ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი ფიგურის პორტრეტის შექმნა და მისი ეპოქის გაცოცხლება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ცნობილ იტალიელდა ფრანგ ხელოვანთა: ჟაკ-ლუი დავიდის, ანტუან გროს, ლუი მილეს, ჟან-ბატისტ იზაბეს, ჟიულ ბუალის, ოგიუსტ ვოშელე, ანტონიო კანოვას, ლორენცო ბარტოლინისადა სხვათა 57 ნამუშევარი (ორიგინალები და ასლები), აგრეთვე ნაპოლეონის თემაზე შექმნილი ცნობილი ფრანგული და რუსული, სევრისა და კუჩკინის მანუფაქტურების კერამიკისა და ლითონის ნაწარმი.

გამოფენა გაგრძელდება 26 მარტამდე.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. #1.