სასწავლო-შემეცნებით პროგრამა „ჩინური ახალი წელიწადი“

10 თებერვალი 2013
Share

ჩინური ახალი წელი ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით 21 იანვარსა და 21 თებერვალს შორის აღინიშნება. წლევანდელი, ჩინური კალენდრით - გველის წელიწადის მობრძანებას, ჩინელები 10 თებერვალს აღნიშნავენ. მათი რწმენით ხდება ბუნების გამოღვიძება, გაცოცხლება და იწყება ახალი წლიური ციკლის ათვლა.

ახალ წელიწადს ჩინელები ტრადიცულად სახლებში ზეიმს აწყობენ, ამზადებენ ტკბილეულს, საჩუქრებს უძღვნიან ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

ზეიმი ორი კვირის თავზე ე.წ. ფანრების დღესასწაულით სრულდება, რასაც ჩინელები ასევე გრანდიოზული სანახაობებით აღნიშნავენ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ულოცავს ჩინეთის მოსახლეობას ახალი წლის მობრაძანებას და გეპატიჟებათ სასწავლო-შემეცნებით პროგრამაზე  რომელიც ინტერაქტიული ფორმით თამაშების, პრაქტიკული სამუშაოებისა და სხვა აქტივობების მეშვეობით  უფრო დეტალურად გაგაცნობთ ჩინურ საახალწლო სამზადისსა და ტრადიციებს.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია საგანმანათლებლო ცენტრში: (+32) 2 93 16 52; 599 21 26 29; 595 54 62 33 (11-დან 17 საათამდე)

პროგრამა განკუთვნილია:  სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 საათი

მონაწილეთა რაოდენობა: 10-15

პროგრამის ღირებულება სკოლის ჯგუფებისთვის:10 ლარი ( 0,5 ლარი თითო მოსწავლეზე).

 

პროგრამის ღირებულება ინდივიდუალური ვიზიტით მოსული ბავშვებისთვის: 2 ლარი.

ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი (რუსთაველის გამზირი #3).

ჩატარების დრო ჯგუფებისთვის: წინასწარი შეთანხმებით.

ჩატარების დრო ინდივიდუაური დამთვალიერებლისთვის: სამშაბათი – პარასკევი 12  და 16  საათზე.