ჟურნალი „მუზეუმი”

27 დეკემბერი 2012
Share

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოუშვა ჟურნალი „მუზეუმი", რომელშიც თავმოყრილია მუზეუმების ისტორია, მიმდინარე და სამომავლო გამოფენები, სამეცნიერო კვლევები და საგანმანათლებლო პროგრამები.

"ჩვენი ჟურნალის პირველ ნომერში შევეცადეთ უკეთ გაგვეცნო თქვენთვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობა, რომელიც მეცნიერული კვლევისა და სხვადასხვა ტიპის გამოფენების გარდა საგანმანათლებლო სფეროსაც მოიცავს და ამით ახალგაზრდა თაობის ჩვენ მრავალსაუკუნოვან კულტურასთან ზიარებას ემსახურება.

მუზეუმის თანამშრომლების სახელით გილოცავთ დამდეგ 2013 წელს და გამოვთქვამ სურვილს, რომ ყოველი თქვენგანი, ასაკისა და პროფესიის მიუხედავად, ჩვენი მუზეუმის მეგობარი გამხდარიყოს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუდამ გულღიადლით".

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი 

დავით ლორთქიფანიძე

მიმაგრებული დოკუმენტები :
documents/Museum_Journal_1.pdf