„ერიხ მენდელსონი. დინამიკა და ფუნქცია. კოსმოპოლიტ არქიტექტორის ხორცშესხმული ხილვები"

15 დეკემბერი 2012
Share

გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი  2012 წ. 15 დეკემბერს წარმოგიდგენენ უცხოეთთნ ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენას „ერიხ მენდელსონი. დინამიკა და ფუნქცია. კოსმოპოლიტ არქიტექტორის ხორცშესხმული ხილვები".

გამოფენაზე წარმოდგენილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანელი არქიტექტორის, ექსპრესიონისტის და ფუნქციონალისტის (გვიანდელ პერიოდში), ერიხ მენდელსონის (1887-1953) არქიტექტურული პროექტები.

ერიხ მენდელსონი ებრაულ ოჯახში დაიბადა, სწავლობდა ბერლინსა და მიუნხენში, სადაც იყო თოდორ ფიშერის მოსწავლე.მე-20 საუკუნის 20-30-იან  წლებში იმ პერიოდის ავანგარდისტ ხელოვანებთან ერთად სათავეში ჩაუდგა არქიტექტორების ცნობილ გაერთიანებას „ნოემბრის ჯგუფი". მისი მხატვრული აზროვნების სტილზე დიდი გავლენა მოახდინა ექსპრესიონოზმმა. სწორედ ამ პერიოდში მენდელოსონის პროექტით აშენდა ლიუკენვალდის ქუდების ფაბრიკა, უნივერმაღების სერია შტუტგარტში, ხემნიცში, ნიურნბერგში, ბერლინში, აინშტაინის კოშკი პოტსდამში, ლენინგრადის „წითელი დროშის" და საბჭოს სასახლე მოსკოვში.1933 წელს არქიტექტორი იძულებული გახდა დაეტოვებინა  ნაცისტური გერმანია, რის შემდეგაც დიდ ბრიტანეთსა და ერეც-ისრაელში ცხოვრობდა.

ერიხ მენდელსონის ნამუშევრებიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს: სან-ფრანცისკოს საავადმყოფო, სინაგოგა სენტ-ლუისში, ორმაგი ვილა ბერლინში, საგამოფენო პავილიონი რუდოლფ მოსეს საგამომცემლო სახლში, ებრაული უნივერსიტეტი იერუსალიმში, ანგლო-პალესტინის ბანკი იერუსალიმში, „ვოგას" კომპლექსი ბერლინში და სხვა. ერიხ მენდელოსონის არქიტექტურული პროექტები სივრცობრივი ორიგინალობის და თავისუფალი ფორმების კლასიკური და ამავე დროს, მოდერნისტული მაგალითია.

გამოფენის გახსნამდე, დოქ. ჰაინცე გრინბერგი წაიკითხავს მოხსენებას ერიხ მენდელსონის შემოქმედების შესახებ.

გამოფენის გახსნა: 15.12.2012, 17:00

მოხსენება: 16:00

მისამართი: სიონის ქ. 8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)