ლატვიური ნაციონალური სამოსის გამოფენა

27 ნოემბერი 2012
Share

2012 წლის 27 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ლატვიური ნაციონალური სამოსის გამოფენა.

გამოფენა ეძღვნება ლატვიის დამოუკიდებლობის დღეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია X-XIX საუკუნეების 37 მოზრდილისა და ბავშვის ეთნოგრაფიული სამოსი.

ეროვნული სამოსი ლატვიური მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. დღემდე მოღწეული სამოსი სადღესასწაულოა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, როგორც თვალწარმტაცი სამკაული და ძვირფასი მემკვიდრეობა. ყოველდღიური სამოსის ფორმას კი ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია. ლატვიური ეროვნული სამოსის განვითარებაში აისახება ქვეყნის ისტორია ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე.

1992 წლიდან დღემდე ლატვიური ეროვნული სამოსი გამოფენილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატების, ნორვეგიის, ჟენევის, დანიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესპანეთის, საბერძნეთის, ავსტრიის, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის საგამოფენო დარბაზებში.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ლატვიური ეროვნული სამოსის ცენტრი სენა კლეეტსი".

გამოფენა გაგრძელდება 16 დეკემბრის ჩათვლით.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის; გამზირი 3.