საგანმანათლებლო პროგრამა „თავსატეხის საიდუმლო“

04 ნოემბერი 2012
Share

2012 წლის 4 ნოემბერს, კვირას, 12:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას "თავსატეხის საიდუმლო".

პროგრამა განკუთვნილია 7-10 წლის ასაკის ბავშვებისათვის. ბავშვები გაეცნობიან ფიროსმანის შემოქმედებას, დახატავენ და დაასათაურებენ მხატვრის ერთ-ერთი ნამუშევრის რეპროდუქციის დეტალს. გაუზიარებენ ერთმანეთს სავარაუდო სათაურებს და არსებული დეტალების მიხედვით შეეცდებიან მთლიანი სურათის შინაარსის ამოცნობას. საერთო დისკუსიის საფუძველზე, მოსწავლეები ე.წ. "პაზლის" პრინციპით პატარა დეტალებიდან ააწყობენ ერთიან, დასრულებულ გამოსახულებას.

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზ. 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან).