დასკვნითი კონფერენცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის“ პროექტი

17 სექტემბერი 2012
Share

2012 წლის 17 სექტემბერს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის ევროკავშირის მიერ თაფინანსებული „თვინინგის" პროექტის დასკვნით კონფერენციას უმასპინძლებს.
„თვინინგი" არის თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის და დახმარების მიმღები ქვეყნის საჯარო სამსახურებს შორის პროგრამის ერთობლივად განხორციელებას. მისი მიზანია, დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებაში, ტრენინგების, რეორგანიზაციისა და კანონმდებლობების განვითარების გზით.


ეს პროგრამა ათწლეულზე მეტია არსებობს და დიდი წარმატება ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც მოგვიანებით ევროკავშირის წევრი სახელწიფოები გახდნენ. პროგრამა ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. "თვინინგი", როგორც პოლიტიკურ-კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და დახმარების მიმღები ქვეყნებისთვის უფრო ძლიერი ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველი, სტაბილურობის, დემოკრატიის განვითრებისა და კეთილდღეობის გარანტად გვევლინება.


ხსენებული პროექტი მის პარტნიორებთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმი და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები „თვინინგის" პირველი პროექტია კულტურის სფეროში. აქედან გამომდინარე, პროექტის წარმატებით განხორციელებაზე მიპყრობილი იყო როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ყურადღება, რადგან ის "თვინინგის" სტრატეგიის მომავალი მიმართულების განმსაზღვრელი შეიძლება გამხდარიყო. პროექტში ჩართულები იყვნენ წამყვანი გერმანელი ექსპერტები, რომლებიც მუშაობდნენ მუზეუმის კუნძულის განვითარებასა და კოლექციების შერწყმაზე გერმანიის გაერთიანების შემდეგ და ქართველ კოლეგებს მხარს უჭერდნენ მაღალკვალიფიციური კონსულტაციებით. ქართული და გერმანული მედიის ანგარიშების მიხედვით „თვინინგის" პროექტისა და მიღწეული შედეგების შესახებ, აღნიშნულმა პროექტმა მოახერხა, გაემართლებინა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აუდიტორიის მოლოდინი.


პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, როგორც ინსტიტუციის განვითარება და დახმარება იყო სამუზეუმო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობაში - განსაკუთრებით შენობების დაგეგმარებაში, კოლექციების გადატანაში, ნივთების რესტავრაციასა და კონსერვაციაში, მუზემის მართვაში და ა. შ.აღმოსავლური კოლექციის ევაკუაცია პროექტის ფარგლებში საცდელი პროექტი იყო, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. მომზადდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების კონსერვაციისა და ევაკუაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კოლექციების სამომავლო ევაკუაციის პროცედურების ინსტრუქციად უნდა იქცეს. პროექტის შედეგები კოლექციის შედევრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე". გამოფენის გახსნა გაიმართება 17:30 საათზე ამავე დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

მისამართი: ფურცელაძის ქ. #1, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია