ვერა ფაღავა თბილისში - წონასწორობა, მედიტაცია და სიჩუმე თანამედროვე სამყაროს მოუსვენრობასა და შფოთში

14 სექტემბერი 2012
Share

2012 წლის 14 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ საფრანგეთში მოღვაზე ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას ნამუშევრების გამოფენას.

ვერა ფაღავას ნამუშევრები ფართო საზოგადოებისათვის საქართველოში პირველად გამოიფინება. ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის 35 ფერწერული ტილო, 28 ჩანახატი და აკვარელი.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: ვერა ფაღავას სახელობის ასოციაცია და საქართველოს ეროვნული მუზემის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა.

გამოფენის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოში საფრანგეთის საელჩო, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტი, ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი".

გამოფენა 2012 წლის 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.მისამართი: დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11, (შესასვლელი ალექსანდეს ბაღიდან).

* * *

ვერა ფაღავა 1907 წელს დაიბადა თბილიში. 1922 წელს მამის ავადმყოფობის გამო ოჯახი გერმანიაში გაემგზავრა, 1923 წელს ბოლშევიკური რეჟიმის გამო ოჯახი საქართველოში აღარ დაბრუნებულა და პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ნიჭიერი გოგონა თავდაპირველად დეკორაციულ ხელოვნებათა სკოლაში სწავლობდა, სადაც მას ლექციებს იმ დროისთვის პოპულარული მხატვარი და სკულპტორი, ანდრე ლიოტე უტარებდა. 1934-39 წწ. ვერა ფაღავა მომავალში ცნობილ ფრანგ მხატვრებთან ვიერა და სილვასთან, ჟან ლე მოსთან და ალფრედ მანესიესთან ერთად სწავლობდა ხელოვნებისა და რეკლამის სახელოსნოში რანსონის აკადემიაში როჟერ ბისიეს ხელმძღვანელობით.

ვერა ფაღავას პირველი გამოფენა ჟან ბუშერში 1944 წელს გაიმართა. შემდგომ უკვე ეწყობოდა ქართველი მხატვრის გამოფენები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მას მასპინძლობდნენ: რომში, ტურინში, ბრიუსელში, ბერლინში, ვენაში, სტოკჰოლმში და ა.შ.

1958 წელს ვერა ფაღავამ რომის პაპ, იოანე ოცდამესამისგან სპეციალური ოქროს მედალი მიიღო, ხეზე შესრულებული ფრესკა-პანოსთვის ამაღლება". 1966 წელს ვენეციის ბიენალეზე საფრანგეთს ვერა ფაღავა წარმოადგენდა, მის ნამუშევრებს ცალკე პავილიონი ჰქონდა დათმობილი. ქართველი ემიგრანტი 1988 წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა და ლევილის სასაფლაოზე მშობლების გვერდით განისვენებს.