აღმოჩენა - ძვ.წ. III ათასწლეულის საცხოვრებელი და სამეურნეო კომპლექსი

17 ივლისი 2012
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ექსპედიციამ სოფ. ნაცარგორაში არქეოლოგიური კვლევის შედეგან ძვ.წ. III ათასწლეულის საცხოვრებელი და სამეურნეო კომპლექსი გამოავლინა.

ნაცარგორაზე არქეოლოგიური სამუშაოებს გასული საუკუნის 80-იან წლებში, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიაცია ალექსანდრე რამიშვილის ხელმძღვანელობით აწარმოებდა. მაშინდელმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ ეს არის მრავალფენიანი ნასახლარი ძეგლი, სადაც ერთდროულად ორი მტკვარ-არაქსის და ბედენური კულტურა გამოვლინდა.

80-იან წლებში აღმოჩენილი მასალა გამოსაკვლევი და გამოუქვეყნებელი დარჩა. 2009 წლიდან მიმდინარეობს ქართულ-იტალიური საერთაშორისო პროექტი "შიდა ქართლის ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლების შესწავლა".

პროექტის ფარგლებში არქეოლოგიური კვლავა-ძიება ახალი მეთოდებითა და ტექნოლოგიებით გაგრძელდა. გამოვლინდა ადრე ბრინჯაოს ხანის საცხოვრებელი და სამეურნეო კომპლექსი, სამუშაო და სამეურნეო იარაღები, ახლებურად დამუშავდა აღმოჩენილი მასალა. აღნიშნული პროექტი, გარდა არქეოლოგიური სამუშაოებისა ითვალისწინებს 80-იან წლებში აღმოჩენილი მასალის კვლევასა და გამოქვეყნებას.

პროექტში ქართველ და უცხოელ მკვლევარებთან ერთად ჩართულები არიან ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

ექსპედიციას ხელმძღვანელობს ბიძინა მურვანიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი) და პროფესორი ელენა როვა (ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტი).