პროექტი „კარანტინი"

04 ივლისი 2012
Share

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტთა მიერ,  სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები (ფერწერა, გრაფიკა, ფოტო, ვიდეო, ინსტალაცია, სკულპტურა).

პროექტი ,,კარანტინი" მოიცავს მაგისტრატურის ჯგუფის მუშაობის შედეგს მთლიანობაში. მასში მონაწილეობენ: ლუარა გამყრელიძე, ინგა ბატატუნაშვილი, სოსო ქუმსიაშვილი, ნუცა ყანადაშვილი, სალომე რიგვავა, ნუკა მეგრელიშვილი, გიორგი რუხაძე, თამარ მაღლაფერიძე, თამუნა ხმიადაშვილი, გოჩა ჟღენტი, მერი ხევსურიანი, მარიკა მანჯგალაძე, ლევან ჭელიძე. ახალგაზრდა მხატვრები წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს, გაერთიანებულს კონცეპტუალური თვალსაზრისით. პროექტი ორიენტირებულია იმაზე, რომ აითვისოს ერთი, მულტიმედიური სივრცე. ამასთანავე, საგამოფენო პროექტი ჯგუფის სამაგისტრო დიპლომია, რაც აკადემიის სივრცის გარეთ დიპლომების დაცვისა და საერთო პროექტად წარმოჩენის საინტერესო მაგალითია.

,,კარანტინი" ფართო სპექტრით წარმოადგენს ახალი თაობის ხელოვანთა შემოქმედებით ინტერესებს, ნაკლებად ნაცნობ და ხანდახან მოულოდნელ  მხატვრულ გადაწყვეტას, თემასთან ფორმის თანხვედრის ძიების პროცესებს.

გამოფენა 14 ივლისამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიონის ქ.#8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).