პრესრელიზები

11 თებერვალი 2012

„თედექსი'' (TEDx) თბილისში

„თედექს-თბილისის" (TEDxTbilisi) პირველი ღონისძიება შედგება 11 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
26 იანვარი 2012

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაბის ახალი სიცოცხლე

2012 წელს იგეგმება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისლამური ხელოვნების კოლექციების ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა ახალ საგამოფენო სივრცეებში. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისლამური ხელოვნების კოლექციების ისტორიული და მხატვრული ფასეულობა ძალზე მაღალია, ხოლო ქრონოლოგიური და გეოგრაფიული სპექტრი ფართო. 
26 იანვარი 2012

წიგნი „გარეჯის მრავალმთის არქეოლოგიური ძეგლები - წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი“

ავტორი -- ისტორიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე, მთავარი კონსერვატორი ზურაბ თვალჭრელიძე. საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მისი ძირძველი სტრუქტურული ერთეული - სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, გარეჯის კვლევის ცენტრთან ერთად იწყებს ისტორიკოს-არქეოლოგის, ზურაბ თვალჭრელიძის ნაშრომების სერიულ გამოცემას.  
16 იანვარი 2012

ღამე მუზეუმში

2012 წლის 16 იანვარს, 19.00 - დან 22.00 საათამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს უნივერსიტეტი ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ კულტურულ-საგანმანათლებლო აქციას „ღამე მუზეუმში".
29 დეკემბერი 2011

ნაქარგობისა და ქსოვილების ახალი სიცოცხლე რესტავრაცია-კონსერვაცია

2011 წლის 29 დეკემბერს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით "ნაქარგობისა და ქსოვილების ახალი სიცოცხლე".
25 ნოემბერი 2011

გამოფენა „შავ-თეთრი”

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2011 წლის 25 ნოემბერს 17.00 საათზე, წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას, სახელწოდებით „შავ-თეთრი" ("დღისა და ღამის ზღვარზე").    
22 ნოემბერი 2011

განოფენა „სამი მეგობარი“

  2011 წლის 22 ნოემბერს 18.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით „სამი მეგობარი".  
17 ნოემბერი 2011

გამოფენა რომში „ოქროს საწმისი. საქართველოს ანტიკური საგანძური”

17 ნოემბერი, 2011 - 5 თებერვალი, 2012 საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნივთები წარმოდგენილია გამოფენაზე ოქროს საწმისი - ძველი საგანძური საქართველოდან რომის საიმპერატორი ფორუმების მუზეუმში Mercati di Triano,  რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და დედაქალაქ რომის კულტურულ ძეგლთა ზედამხედველობის სამსახური. 
16 ნოემბერი 2011

სიგმარ პოლკე-გაურკვეველი წარმომავლობის მუსიკა

  გამოფენაზე წარმოდგენილია სიგმარ პოლკეს მიერ 1996 წელს სპეციალურად იფა-თვის შექმნილი 40 გუაში. სიგმარ პოლკე (1941-2010) თავისი შემოქმედებით განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თანამედროვე ხელოვნებაში. ის გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მხატვრობის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.   
10 ნოემბერი 2011

ედმონდ კალანდაძე - ფერწერა, გრაფიკა

2011 წლის 10 ნოემბერს 19.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ედმონდ (გაბრიელ) კალანდაძის ნამუშევრების გამოფენას.    
29 ოქტომბერი 2011

გამოფენა სახელწოდებით „საქართველოთი მონუსხული”

  2011 წლის 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიღნაღის მუზეუმში გიწვევთ გამოფენის „საქართველოთი მონუსხული" გახსნაზე.გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჯონ უერდმანის (ამერიკა), ილია იაჩენკოსა (რუსეთი) და ივან კუგაჩის (უკრაინა) 60-მდე რეალისტურ-იმპრესიონისტული ფერწერული ნამუშევარი _ პეიზაჯი, პორტრეტი, ნატურმორტი.  
24 ოქტომბერი 2011

საქართველო 7 მილიარდიან სამყაროში

  გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 24 ოქტომბერს , 17 საათზე აწყობს ღონისძიებას მსოფლიოს მოსახლეობის 7 მილიარდიან ნიშნულთან დაკავშირებით.