პრესრელიზები

23 მარტი 2017

გამოფენა ,,მდუმარე ქადაგება’’

2017 წლის 24 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ ქეთევან წამებულის სახელობის ხატწერის სკოლის მიერ ორგანიზებულ, ქართველ ხატმწერთა ნამუშევრების გამოფენაზე სახელწოდებით ,,მდუმარე ქადაგება".    
10 მარტი 2017

გამოფენა ,,სხვაგვარად ვიდრე ყოველთვის``

2017 წლის 15 მარტს, 18:30 საათზე, საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (ifa)  და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოადგენენ გამოფენას „სხვაგვარად ვიდრე ყოველთვის. თანამედროვე დიზაინი და ჩვეულების ძალა /anders als immer. Zeitgenössisches Design und die Macht des Gewohnten".  
07 მარტი 2017

გამოფენა ,,ზღვა - მეგობრობის სიმბოლო"

2017 წლის 9 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება, ირანული ფოტოგრაფიის და ფილმების კვირეულის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ირანელი და ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენას სახელწოდებით ,,ზღვა - მეგობრობის სიმბოლო". 
06 მარტი 2017

ერმილე მაღრაძის ლექცია „ადრეანტიკური პერიოდის კოლხურ საოქრომჭედლო სკოლათა სისტემა, როგორც ერთ-ერთი წინაპირობა შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის განვითარებისა”.

2017 წლის 9 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები'' ფარგლებში, გაიმართება ერმილე მაღრაძის ლექცია: „ადრეანტიკური პერიოდის კოლხურ საოქრომჭედლო სკოლათა სისტემა, როგორც ერთ-ერთი წინაპირობა შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის განვითარებისა". 
02 მარტი 2017

ხელოვნების მუზეუმი - გუშინ, დღეს, ხვალ

2017 წლის 6 მარტს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გამოფენის „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან" გახსნასა და ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაციაზე. 
28 თებერვალი 2017

ამირ კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენა

2017 წლის 10 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ამირ კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენის გახსნაზე, რომელიც მხატვრის 75 წლის იუბილეს ეძღვნება. 
20 თებერვალი 2017

ემილი ბერლიოზის ლექცია

2017 წლის 24 თებერვალს, 11:30  საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ ლექციაზე ,,ნამარხი ირმის Eucladoceros ctenoides კბილების მიკრო ცვეთის ტექსტურული ანალიზი: კლიმატური ცვლილებები ევროპის ადრე პლეისტოცენში".    
10 თებერვალი 2017

ანა კალატოზიშვილის გამოფენა ,,ჩემი გამოფენა - ჩემი ცხოვრებაა“

2017 წლის 17 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ ანა კალატოზიშვილის გამოფენაზე სახელწოდებით ,,ჩემი გამოფენა - ჩემი ცხოვრებაა".    
07 თებერვალი 2017

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეხმიანება დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციას.
07 თებერვალი 2017

ვიქტორინა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ ვიქტორინას! 
01 თებერვალი 2017

როკო ირემაშვილის გამოფენა ,,ფატალური საფრთხეები”

2017 წლის 3 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ როკო ირემაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე ,,ფატალური საფრთხეები". 
27 იანვარი 2017

ალბომ-კალენდრის „ჯვარი და ვაზი" პრეზენტაცია

2017 წლის 31 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება 2017 წლის ალბომ-კალენდრის „ჯვარი და ვაზი - ძველი საქართველოს ხატები და ფრესკები" პრეზენტაცია. გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილეს.