საერთაშორისო კონფერენცია "შესაძლო საფრთხე საგანძურისთვის და მისი ევაკუაცია საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების დროს"

08 ოქტომბერი 2012 - 12 ოქტომბერი 2012
Share

2012 წლის 8-12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისში (საქართველო) მასპინძლობს UNESCO-ს სისტემაში შემავალი, მუზეუმის უსაფრთხოების საერთაშორისო კომიტეტის (ICMS) ყოველწლიურ კონფერენციას - „შესაძლო საფრთხე საგანძურისთვის და მისი ევაკუაცია საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების დროს".

კონფერენციის მიზანია წარმოადგინოს მსოფლიოს წარმატებული ნიმუშები და ისეთი მუზეუმების უსაფრთხოების სისტემების თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიცაა ბერლინის მუზეუმის კუნძული, პრაღის ეროვნული გალერეა, ჩინეთის მუზეუმი და სხვა. 

კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის, აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის მუზეუმების უსაფრთხოების განყოფილების დირექტორები, წამყვანი მუზეუმებისა და სხვა დაწესებულებების მენეჯერები და უსაფრთხოების სისტემაში ფართოდ აღიარებული სპეციალისტები. ფორუმის მთავარი თემაა: მუზეუმების ძირითადი უსაფრთხოების სისტემები, კოლექციების ევაკუაცია, თანამშრომლებისა და კოლექციების უსაფრთხოება. 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან მუზეუმის უსაფრთხოების საერთაშორისო კომიტეტი (ICMS), საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ICOM-ის ეროვნული კომიტეტი საქართველოში.