პრეზიდენტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

18 ნოემბერი 2007 - 21 ნოემბერი 2007

18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია.მუზეუმის თანამშრომლებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

"მთავარი, რისთვისაც მე თქვენთან მოვედი, არის ის, რომ იცოდეთ - სახელმწიფო თქვენი მოკავშირეა. ჩვენ ვქმნით საქართველოს ახალ ოქროს ხანას და მინდა, ეს გავაკეთოთ ყველამ ერთად " - ამ სიტყვებით მიმართა  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუზეუმის აუდიტორიაში მისულ სტუმრებს.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა იმის გარანტიაა, რომ ჩვენთან უამრავი ტურისტი ჩამოვიდეს და ნახოს, რომ ეს ნამდვილი ევროპაა, შეიძლება იმაზე ძველიც, ვიდრე ბევრი დღევანდელი ევროპული სახელმწიფო. ჩვენ სათანადო დონეზე უნდა შევძლოთ ამის წარმოჩენა. თუ ამას მოვახერხებთ, მილიონობით ადამიანი ჩამოვა საქართველოში, რაც ქვეყნის ეკონომიკის მრავალი დარგის წინსვლას გამოიწვევს," - აღმიშნა პრეზიდენტმა.

საქათველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მუზეუმის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული მუზეუმის საქმიანობა ძალზედ ფართოდ და დადებითად შუქდება უცხოურ მედიაში. ეს კი ქვეყნის იმიჯის ფორმირებისათვის ერთ-ერთ გადამწყვეტი ფაქტორია.