ეთნოგრაფიული მუზეუმის სასწავლო ცენტრი

22 მაისი 2010 - 23 მაისი 2010

22 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შედგა სასწავლო ცენტრის პრეზენტაცია.

 სასწავლო ცენტრი მოემსახურება სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მუზეუმის კოლექციების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ცოდნისა და გამოცდილების გავრცლებასა და აუდიტორიის გაფართოებას.

ეთნოგრაფიული მუზეუმის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარადება საქართველოს ეთნოგრაფიის მოკლე კურსი ვიზუალური ანთროპოლოგიის მეშვეობით, გაიმართება ინტერაქტიული გაკვეთილები - "საუბრები ეკოლოგიაზე", ექსპერიმენტული არქეოლოგია-ქვის დამუშავების პრეისტორიული ტექნოლოგიები და სხვა.

მისამართი:  გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი. კუს ტბის აღმართი 1.