ახალი აღმოჩენები დმანისში

26 ოქტომბერი 2007 - 28 ოქტომბერი 2007
Share

2007 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის ლექცია მოეწყო თემაზე: „ახალი აღმოჩენები დმანისში".ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმი და BP Georgia.

2007 წლის 19 სექტემბერს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო ჟურნალში "Nature" დმანისის ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ ვრცელი სტატია დაიბეჭდა.

"Postcranial evidence from early Homo from Dmanisi, Georgia", ასე ეწოდება სტატიას, რომელზედაც 18 მეცნიერი მუშაობდა - დ. ლორთქიფანიძე, თ. ჯაშაშვილი, ა. ვეკუა, მ.ს. პონსე დე ლეონი, კ. პ. ე. ზოლიკოფერი, გ. ფ რაითმაიერი, ჰ. პონცერი, რ. ფერინგი, ო. ომსი, მ. ტაპენი, მ. ბუხსიანიძე, ჯ. აგუსტი, რ. კალკე, გ. კილაძე, ბ. მარტინეზ-ნავარო, ა. მუსხელიშვილი, მ. ნიორაძე და ლ. რუკი. ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გახლდათ.

სტატიაში საუბარია დმანისის 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ პლიო-პლეისტოცენურ ძეგლზე, რომელიც ძალიან მდიდარ არქეოლოგიურ მასალას იძლევა.

მეცნიერული კვლევების შედეგად დაადასტურდა, რომ ჩვენთან აღმოჩენილი ჰომინიდის ნაშთები უძველესია აქამდე აღმოჩენილ ნებისმიერი ჰომინიდის ნაშთთა შორის, რომელიც აფრიკის კონტინენტს გარეთაა ნაპოვნი.