ნეანდერტალელების გენეტიკური კვლევა

25 მარტი 2011 - 28 მარტი 2011

გადაშენებულიჰომინიდები-ნეანდერტალელებიფართოდ იყვნენ გავრცელებულიევრაზიაში, მათ შორისსაქართველოშიც. მათი ისტორიისკვლევა პალეოანთროპოლოგიისუმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

დიდი ხნის განმავლობაში მათიშესწავლა არქეოლოგიური კვლევითშემოიფარგლებოდა. 1997 წელს მაქსპლანკის ევოლუციურიანთროპოლოგიის ინსტიტუტისმეცნიერთა ჯგუფმა პროფ. სვანტე პააბოს ხელმძღვანელობით მსოფლიოში პირველებმაშესძლეს შეესწავლათ ნეანდერტალელების გენი. ამავე ჯგუფმა მიიღონეანდერტალელების სრული გენომი.

ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის და მაქს პლანკისევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი, რომელიცითვალისწინებს დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ნეანდერტალელებისგენეტიკურ კვლევას.