დიმიტრი ნარიმანიშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია „საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები"

07 ივნისი 2019 - 07 ივნისი 2019
Share

7 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება დიმიტრი ნარიმანიშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია.

წიგნში, „საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები", განხილულია სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ციკლოპური სიმაგრეები ისტორიულ კონტექსტში, ასევე მოცემულია საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი ციკლოპური კომპლექსების სრული კატალოგი.

წიგნის პრეზენტაცია: 7 ივნისი | 12:00 საათი
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია | ა.ფურცელაძის ქ. #1