ბიომრავალფეროვნების დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა

22 მაისი 2019 - 23 მაისი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, National Geographic საქართველო და GIZ 22 მაისს, მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღეს გამოფენით აღნიშნავს.

გამოფენაზე წარმოგიდგენთ არმენ სეროპიანის ურბანული ბიომრავალფეროვნების ამსახველ ფოტოებს და Yourshot საქართველოს ფოტოკონკურსის - "თოვლიანი საქართველოს" მონაწილეთა რჩეულ კადრებს. ღონისძიებაზე გამოვლიდებიან ფოტოკონკურსის გამარჯვებულები.

ფოტოკონკურსი ჩატარდა National Geographic საქართველოსა და GIZ-ის თანამშრომლობის ფარგლებში.

ჩატარების დრო: 22 მაისი, 2019 | 19:00

მისამართი: National Geographic საქართველოს რედაქცია, რუსთაველის ქ. #3