ქართული პარლამენტარიზმის 100 წელი - საქართველოს დამფუძნებელი კრება

12 მარტი 2019 - 12 მარტი 2019
Share

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავი 2019 წლის 12 მარტს აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საჯარო ლექცია და პოსტერების გამოფენა სახელწოდებით „ქართული პარლამენტარიზმის 100 წელი - საქართველოს დამფუძნებელი კრება", სადაც ფოტოების, ტექსტებისა და დოკუმენტების საშუალებით მოთხრობილი იქნება ქართული პარლამენტარიზმის ისტორია.

12 მარტი

16:00 - პროფესორ ოთარ ჯანელიძის ლექცია
(ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა.ფურცელაძის ქ. 1).

17:00 - პოსტერების გამოფენა
(სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3)

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!