ეკა კიკნაძის ლექცია: "ქართული მხატვრობა მოდერნიზმიდან წითელ ტერორამდე"

23 თებერვალი 2019 - 23 თებერვალი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ მომდევნო ლექციას გამოფენის ფარგლებში - "წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები". 

ლექციათა ციკლის შემდეგი მომხსენებელია გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ეკა კიკნაძე. 

მომხსენებელი შეეხება ქართულ სახელოვნებო სივრცეში 1910-1930-იან წლებში მიმდინარე პროცესებს, მხატვრობის გზას მოდერნიზმიდან სოცრეალიზმამდე, რეპრესიებს შეწირულ ქართველ მხატვრებს, „დაპატიმრებულ ხელოვნებას" და იმ ფიზიკურ და ესთეტიკურ დანაკლისს, რომელიც წითელი ტერორის სახელით ცნობილმა მასობრივმა რეპრესიებმა მიაყენა ქვეყანას. 

ლექციის დრო: შაბათი, 23 თებერვალი, 16:00 საათი 
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3 

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!