ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის" წარდგენა და შეხვედრა მოქანდაკე გუჯი ამაშუკელთან

24 სექტემბერი 2018 - 26 სექტემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის" წარდგენა და შეხვედრა მოქანდაკე გუჯი ამაშუკელთან.

„ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ხელნაწერისათვის ჭედური ყდა სპეციალურად საქართველოსთვის შექმნა გუჯი ამაშუკელმა. კალიგრაფები: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი. მხატვრობა ეკუთვნის სოფიო კინწურაშვილს და თამაზ ვარვარიძეს. ხელნაკეთი „ვეფხისტყაოსანი" აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაერო-ს არტ კოლექციაში, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.

გუჯი ამაშუკელი საფრანგეთში 44-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, პირველად ეწვია საქართველოს. ის თანამედროვეობის ცნობილი ქართველი მოქანდაკეა, რომელიც არის ხელოვნების დარგში უმაღლესი ჯილდოს - ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრის" ტიტულის მფლობელი.

მისი ნამუშევრები დაცულია ვატიკანის მუზეუმში, ლუვრის მუზეუმში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმებში, ნანტის, მანდეტის მუზეუმში და ა.შ.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3