ლელა წიწუაშვილის ლექცია „დიეგო და ფრიდა"

01 ნოემბერი 2018 - 01 ნოემბერი 2018
Share

1 ნოემბერს, 16:00 საათზე, მიმდინარე გამოფენის „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე" ფარგლებში, გაიმართება გამოფენის კურატორის ლელა წიწუაშვილის ლექცია დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს ურთიერთობაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფრიდასა და დიეგოს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი 100-მდე ფოტონამუშევარი. მექსიკის ხელოვნების ისტორიაში გამორჩეული წყვილის ყოველდღიური ცხოვრება, ხელმეორედ ქორწინება, სახელოსნოში მუშაობის პროცესი მოექცა ისეთი ფოტოგრაფების ობიექტივში როგორებიც არიან: გილერმო კალო, პიტერ ჯული, გილერმო ზამორა, ნიკოლა მიურეი, ედვარდ ვესტონი, მანუელ ალვარეს ბრავოსა და ხუან გუსმანი.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ფოტოგამოფენასთან ერთად, წარმოდგენილია ქართველი ხელოვანის ირმა შარიქაძის ინსტალაცია „სიზმარი ბაღში", რომელიც ფრიდა კალოს ეძღვნება. 

ლექციაზე დასწრება თავისუფალია! 
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შოთა რუსთაველის გამზ. 3