ხათუნა ცხადაძის ლექცია: „შლეგი ორლანდო: შეშლილი თუ შეყვარებული?"

30 მარტი 2018 - 30 მარტი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტი წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლის რიგით მეოთხე ლექციას, რომელიც ეძღვნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენას - „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა"

30 მარტს, 15:00 საათზე, ფილოლოგი და მთარგმნელი, ხათუნა ცხადაძე წაიკითხავს ლექციას: „შლეგი ორლანდო: შეშლილი თუ შეყვარებული?". 

ლუდოვიკო არიოსტო აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელია. არიოსტოს ნაწარმოებები, ყველაზე მეტად კი მისი რაინდული პოემა „შლეგი ორლანდო", ეპოქის ნორმებისა და სტანდარტების რღვევის სიმბოლოდ იქცა. პოემა მეთექვსმეტე საუკუნის პირველ მეოთხედშია დაწერილი და მასში სიყვარულის თემა ახლებურად, რაინდული ლიტერატურის სულისკვეთებისაგან სრულიად განსხვავებულად არის წარმოდგენილი. არიოსტოს მიერ აღწერილი სიყვარული სნეულებასავითაა, რომელიც გონებას ბინდავს და უძლეველ გმირს უმწეო შეშლილს ამსგავსებს.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია! 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.