კინოჩვენება - „Hostis Publicus და თაბაშირის იუდა"

25 თებერვალი 2018 - 25 თებერვალი 2018
Share

25 თებერვალს, 15:00 საათზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ფილმის „Hostis Publicus და თაბაშირის იუდა" ჩვენება. 

ფილმი მოგვითხრობს საბჭოთა პერიოდის ერთი ოჯახის ისტორიას ე.წ. წითელი ტერორის ფონზე. ფილმის სიუჟეტი აგებულია გადასახლებული სკოლის მასწავლებლის, ფილოლოგ უჩა სალუქვაძის წერილებისა და საზოგადოება „მემორიალის" უნიკალური საარქივო მასალის მიხედვით.

ფილმის ავტორია მარინა სალუქვაძე, მუსიკალური გაფორმება - ზაზა მარჯანიშვილი, ტექსტს კითხულობენ ანდრია გველესიანი, სანდრო გოგრიჭიანი და მარინა სალუქვაძე.

მისამართი: ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3